ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტის სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!
გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ:
ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 7 სექტემბერს);
ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge), სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გაიხსნება შესავსები ანკეტა (ანკეტის ელექტრონული ვერსია), სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიტანოთ სწორად.
· ხელშეკრულების გაფორმების ვადები: 7-14 სექტემბერი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. თსუ, I კორპუსი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N1).
· ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
- ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
არასრულწლოვან პირველკურსელს საჭიროა თან ახლდეს მშობელიმეურვე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი